Saturday, July 11, 2015



დღე 9

დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ მოვისმინეთ ერთმანეთის  პრეზენტაციები, მივეცით ერთმანეთს რჩევები, გავითვალისწინეთ სხვისი აზრი,რჩევა.მოგვეცა დრო იმისათვის, რომ ჩვენს ნაშრომებში შეგვეჯერებინა საბოლოო სახე, შეგვეტანა ცვლილებები, ერთმანეთის აზრთა გაზიარებით.
საერთოდ პროექტების სწავლებამ ტექნოლოგიებით მომცა ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეს წარმოადგენდა გავამტკიცე პროექტის სწავლების მნიშვნელობა, რაც შეუწყობს ხელს ჩემს გამოცდილებას და მუშაობას.  დასაწყისი მეცადინეობები იყო ცოტა ბუნდოვანი, თითქოს გაუგებარი მაგრამ ერთმანეთის მოსმენით, საკუთარი დამოკიდებულებით გავართვი თავი. მიუხედავად იმისა რომ მეტად შემეძლო ვყოფილიყავი  აქტიური და  უფრო კარგად შემესრულებინა დავალებები, მაგრამ პრაქტიკაში აუცილებლად გამომადგება აქ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევა, რასაც მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს მუშაობის პროცესში.
მადლობთ.

Wednesday, July 8, 2015

დღე - 8

გავეცანით ტექნოლოგიების ფასილიტაციას, რაც იყო საინტერესო  და რასაც გამოვიყენებთ სამუშაო პროცესში, რომ მასალის მიწოდება გასაგები და ნათელი იქნება მოსწავლეებისათვის. ჩვენს მიერ დაგეგმილი  აქტივობები და მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებები იქნება უფრო საინტერესო, სიღრმისეულად დასწავლილი.
ასევე შევქმენით საპრეზენტაციო ფაილები, რომელიც შევაჯერეთ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ფასილიტაციით.

Monday, July 6, 2015

დღე 7

დღეისათვის გავეცანით 6მოდულს-დაგეგმვა მოსწავლეთა  წარმატებისთვის, ასევე გავაკეთეთ ბლოგზე დიზაინის შეცვლა და ჩავსვით პორთფოლიოს  ბმული, რომელიც  იყო საინტერესო, იმით რომ თითქოს გამიადვილდა დავალების შესრულება.
ასევე ვიმუშავეთ გარდნერის და ბლუმის მატრიცა, სადაც  სხადასხვა ინტელექტის მქონე მოსწავლეზე  მოვარგეთ აქტივობები და დავალებები, ასევე ბლუმის თითოეული  დონის გათვალისწინებით. ამით ჩემს შესაძლებლობებში დავრწმუნდი და რითაც ამიმაღლდა მოტივაცია.

Saturday, July 4, 2015


დღე-6


დღევანდელი  დღე იყო საინტერესო, იმით რომ  დავალებები  შესრულებული იყო მოსწავლის როლში, გავეცანით თითოეულის დავალებას, მივეცით ერთმანეთს  რჩევა,  გაუკეთეთ ერთმანეთს უკუკავშირი, გავიზიარეთ ერთმანეთის ნამუშევარი.
გავეცანით 5მოდულში - მოსწავლეთა პროექტების შეფასებას,შეფასების გეგმის ჩეკლისტს, ასევე საინტერესო იყო ,,ვირტუალური ელჩის'' პროექტის ნიმუში.
ასევე გავეცანით  ამავე მოდულის ,, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასების ადაპტირება'' და ამის მიხედვით უნდა შევქმნათ  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასებების რუბრიკები.

Wednesday, July 1, 2015

დღე 5

დღეისათვის გავეცანით 3მოდულს, ძირითადად კავშირებს, გავეცანით პორთფოლიოს რუბრიკას, სატანდარტისა და მიზნების რუბრიკას, რითაც ნათლად დავინახე, თუ როგორ არის თითოეული დეტალი ერთმანეთზე დამოკიდებული და დაკავშირებული. თითოეული დაგეგმილი  აქტივობა და პროცედურა ერთმანეთისგან გამომდინარეა.
საინტერესო იყო 4მოდულზე მუშაობა-სლაიდების დამზადება, მათში ფოტოებისა და დიაგრამების გაკეთება, ასევე დიზაინზე შექმნაზე მუშაობა.

Monday, June 29, 2015

დღე-4

დღევანდელი დღე იყო საინტერესო იმით, რომ დროში გაწერილი შეფასების მიზნებს გავეცანი  დეტალურად, რაც იყო საინტერესო, რასაც ზოგადად ვიყენებდი და დეტალურად  სამომავლოდ  გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
,შაბლონში ჩავწერეთ პროცედურები დეტალურად.
ამით პროექტზე მუშაობა უფრო საინტერესო და შესაძლებელი  იქნება ჩემთვის.

Saturday, June 27, 2015

დღე-3
იყო საინტერესო საკმაოდ რთული, რადგანაც თითოეული დეტალი იყო ერთმანეთთან დაკავშირებული საკვანძო კითხვები გამომდინარე მიზანთან და თემასთან.