Saturday, July 11, 2015



დღე 9

დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ მოვისმინეთ ერთმანეთის  პრეზენტაციები, მივეცით ერთმანეთს რჩევები, გავითვალისწინეთ სხვისი აზრი,რჩევა.მოგვეცა დრო იმისათვის, რომ ჩვენს ნაშრომებში შეგვეჯერებინა საბოლოო სახე, შეგვეტანა ცვლილებები, ერთმანეთის აზრთა გაზიარებით.
საერთოდ პროექტების სწავლებამ ტექნოლოგიებით მომცა ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეს წარმოადგენდა გავამტკიცე პროექტის სწავლების მნიშვნელობა, რაც შეუწყობს ხელს ჩემს გამოცდილებას და მუშაობას.  დასაწყისი მეცადინეობები იყო ცოტა ბუნდოვანი, თითქოს გაუგებარი მაგრამ ერთმანეთის მოსმენით, საკუთარი დამოკიდებულებით გავართვი თავი. მიუხედავად იმისა რომ მეტად შემეძლო ვყოფილიყავი  აქტიური და  უფრო კარგად შემესრულებინა დავალებები, მაგრამ პრაქტიკაში აუცილებლად გამომადგება აქ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევა, რასაც მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს მუშაობის პროცესში.
მადლობთ.

No comments:

Post a Comment